პირველი ვებ პლატფორმა კავკასიაში

13-09-2021
https://develops.ge/პირველი ვებ პლატფორმა კავკასიაში

პროექტის მართვის სისტემა

ვებ გვერდი საშუალებას გაძლევთ, ერთ სივრცეში, განათავსოთ პროექტი ან გაუგზავნოთ შეთავაზება პროექტის შესრულებაზე დამკვეთს, შეთანხმდეთ, დაამატოთ დავალებები, გამოიყენოთ ჩატი კომუნიკაციისთვის და განახორციელოთ ტრანზაქციები ვებ გვერდიდან.

პროექტის დამკვეთი

დამკვეთს, როგორც კომპანიას, საშუალება აქვს დაამატოს ნებისმიერი ტიპის პროექტი, განათავსოს ინფორმაცია პროექტის შესახებ, ბიუჯეტი, შესრულების დრო, აღწერა ან დამატებითი დოკუმენტები და მიიღოს შეთავაზებები, მითითებულ კატეგორიაში რეგისტრირებული სხვადასხვა კომპანიებისგან, რომლებსაც გაეგზავნებათ შეტყობინება თქვენი პროექტის შესახებ. ამის შემდეგ თქვენ მიიღებთ მათგან შეთავაზებებს ვებ გვერდზე, ირჩევთ თქვენზე მორგებულ შეთავაზებას და უთანხმებთ პროექტს.

პროექტის შემსრულებელი

შემსრულებელს, კომპანიას ან კერძო პირს, შესაძლებლობა აქვს განათავსოს ინფორმაცია მისი კომპანიის შესახებ, ლოგო, აღწერა, თანამშრომლების რაოდენობა, ნამუშევრები, საქმიანობის სფერო და სხვა დამატებითი ინფორმაცია. ნახოს პროექტების ჩამონათვალი, გაფილტროს კატეგორიების, ბიუჯეტის და ქვეყნების მიხედვით, გაეცნოს დეტალურ ინფორმაციას პროექტის შესახებ, გაუგზავნოს შეთავაზება, რომელიც დააინტერესებს დამკვეთს. დამკვეთს მიუვა შეტყობინება, ნახავს პირობებს და სურვილის შემთხვევაში დაგიდასტურებთ პროექტზე შეთავაზებას და დაიწყებთ პროექტზე მუშაობას.