პლატფორმის ისტორია დაიწყო 2019 წელს, როდესაც პირველი იდეით, დამფუძნებელმა ლუკა ხალაძემ, 19 წლის ასაკში დაიწყო მუშაობა ვებ გვერდზე, პირველ ეტაპზე შევქმენით პლატფორმა, სადაც მხოლოდ მოძებნიდით სასურველ კომპანიას, ნახავდით მის შესახებ ინფორმაცია და დაუკავშირდებოდით მითითებულ საკონტაქტო ნომერზე თანამშრომლობისთვის.
2020 წელს, მივხვდით რომ საჭირო იყო ახალი ეტაპი პლატფორმაზე, რომელიც დააკავშირებდა ერთმანეთთან დამკვეთს და შემსრულებელს, იმუშავებდნენ პროექტებზე, გააკონტროლებდნენ პროექტებს და დავალებებს, კომპნუკაცია ექნებოდათ პირადი ჩატით, მიიღებდნენ შეტყობინებებს და ვებ პლატფორმიდან განახორციელებდნენ ტრანზაქციებს.
დღეს 2023 წელია, იდეა რომელზეც მხოლოდ ფიქრი შეგვეძლო, დღეს მომხმარებლებს ემსახურება!