რას გთავაზობთ?

პროექტის მართვის სისტემა

ვებ გვერდი საშუალებას გაძლევთ, ერთ სივრცეში, განათავსოთ პროექტი ან გაუგზავნოთ შეთავაზება პროექტის შესრულებაზე დამკვეთს, შეთანხმდეთ, დაამატოთ დავალებები და გამოიყენოთ ჩატი გამარტივებული კომუნიკაციისთვის.

პროექტის დამკვეთი

დამკვეთს, როგორც კომპანიას, საშუალება აქვს დაამატოს ნებისმიერი ტიპის პროექტი, განათავსოს ინფორმაცია პროექტის შესახებ, ბიუჯეტი, შესრულების დრო, აღწერა ან დამატებითი დოკუმენტები და მიიღოს შეთავაზებები, მითითებულ კატეგორიაში რეგისტრირებული სხვადასხვა კომპანიებისგან, რომლებსაც გაეგზავნებათ შეტყობინება თქვენი პროექტის შესახებ. ამის შემდეგ თქვენ მიიღებთ მათგან შეთავაზებებს ვებ გვერდზე, ირჩევთ თქვენზე მორგებულ შეთავაზებას და უთანხმებთ პროექტს.

პროექტის შემსრულებელი

შემსრულებელს, კომპანიას ან კერძო პირს, შესაძლებლობა აქვს განათავსოს ინფორმაცია მისი კომპანიის შესახებ, ლოგო, აღწერა, თანამშრომლების რაოდენობა, ნამუშევრები, საქმიანობის სფერო და სხვა დამატებითი ინფორმაცია. ნახოს პროექტების ჩამონათვალი, გაფილტროს კატეგორიების, ბიუჯეტის და ქვეყნების მიხედვით, გაეცნოს დეტალურ ინფორმაციას პროექტის შესახებ, გაუგზავნოს შეთავაზება, რომელიც დააინტერესებს დამკვეთს. დამკვეთს მიუვა შეტყობინება, ნახავს პირობებს და სურვილის შემთხვევაში დაგიდასტურებთ პროექტზე შეთავაზებას და დაიწყებთ პროექტზე მუშაობას.

ვებ გვერდზე პროექტის დამატების საშუალება იურიდიულ პირს, ხოლო პროექტი შესრულება ან შეთავაზების გაკეთება შეუძლია, როგორც იურიდიულ, ასევე ფიზიკურ პირს.

ვებ გვერდის მეშვეობით, შეძლებთ მიიღოთ ნებისმიერი შეტყობინება ახალ პროექტებზე, ან უკვე შეთანხმებულ პროექტზე, რომლებიც კავშირშია თქვენს საქმიანობის სფეროსთან, გარდა ამისა შესაძლებლობა გაქვთ პროექტზე მუშაობის პროცესში ისარგებლოთ ჩატით, რომელიც აკავშირებს და ამარტივებს პროცესს მომხმარებლებს შორის.

ვებ გვერდზე შეძლებთ მართოთ თქვენი პროექტის შესრულების პროცესი, აკონტროლოთ მიმდინარე დავალებები, დაამატოთ ახალი და გადაიყვანოთ დასრულებულ დავალებებში, ამ მონაცემებზე დაყრდნობით, მარტივად გაიგებთ რა ეტაპზე იმყოფება თქვენი პროექტი.

ვებ გვერდის დახმარებით შეძლებთ დაამატოთ პროექტი, მიუთითოთ ბიუჯეტი, შესრულების პერიოდი, აღწეროთ ან დაურთოთ დამატებითი დოკუმენტები, ამის შემდეგ მიიღოთ შეთავაზებები სხვადასხვა კომპანიებისგან, გააფორმოთ შეთანხმება დისტანციურად და განახორციელოთ ტრანზაქციები.