ვებ პლატფორმის მიზანი - ვებ პლატფორმა აერთიანებს შემსრულებელს და დამკვეთს ერთმანეთთან, განახორციელონ პროექტები და მიიღონ შემოსავალი.
რეგისტრაცია - რეგისტრაცია იყოფა ორ ნაწილად, ერთის მხრივ რეგისტრაცია შეუძლიათ დამკვეთებს, ხოლო მეორეს მხრივ შემსრულებლებს:
შემსრულებლის რეგისტრაცია - შემსრულებელს შეუძლია დარეგისტრირდეს, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი, შეავსოს მის შესახებ საჭირო ინფორმაცია, რაც ავტომატურად განთავსდება ვებ გვერდზე და ყველა მომხმარებელს ექნება საშუალება გაეცნოს ფიზიკური, იურიდიული პირის ან ორგანიზაციის ინფორმაციას, გარდა ისეთი ინფორმაციისა, რაც არ შეიძლება იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი.
დამკვეთის რეგისტრაცია - დამკვეთს შეუძლია დარეგისტრირდეს, როგორც იურიდიული პირი ან ორგანიზაცია, შეავსოს მის შესახებ საჭირო ინფორმაცია, რაც ავტომატურად განთავსდება ვებ გვერდზე და ყველა მომხმარებელს ექნება საშუალება გაეცნოს იურიდიული პირის ან ორგანიზაციის შესახებ ინფორმაციას გარდა ისეთი ინფორმაციისა, რაც არ შეიძლება იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი.
პროექტის დამატება - პროექტის დამატება შეუძლია იურიდიულ პირს ან ორგანიზაციას, რომელიც უთითებს ინფორმაციას პროექტის შესახებ: დასახელება, დასრულების ვადა, პროექტის აღების ბოლო ვადა, ბიუჯეტი, კატეგორია, პროექტის აღწერა და მიმაგრებული ფაილები.
პროექტზე შეთავაზების გაგზავნა - პროექტის დამატების შემდეგ ყველა მომხმარებელს, როგორც იურიდიულ პირს, ორგანიზაციას და ფიზიკურ პირს ექნება შესაძლებლობა, ნახოს დამატებული პროექტები გვერდზე პროექტები, გაეცნოს პროექტს და დამკვეთი კომპანიის შესახებ ინფორმაციას, დააკლიკოს ღილაკს დავალების შესრულება და გაუგზავნოს მისი პირობები, ეს შეიძლება იყოს, პროექტის ღირებულება, შესრულების დრო ან აღწერა.
პროექტის მიღება - პროექტზე შეთავაზებები შეტყობინების სახით მიუვა, როგორც დამკვეთს ასევე შემსრულებელს, რომელმაც გაუგზავნა შეთავაზება პროექტის შესრულებაზე. როდესაც დამკვეთი ნახავს ინფორმაციას რომელიც მიიღო პოტენციური შემსრულებლისგან, დადასტურების შემთხვევაში ავტომატურად გადადის გადახდის გვერდზე, სადაც იხდის პროექტის ღირებულების 40%-ს, გადახდის შემდეგ უბრუნდება პროექტის მართვას, ამატებს დავალებებს რაც ავტომატურად გამოუჩნდება შემსრულებელსაც.
დაზღვევა - ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად დავაზღვიოთ, როგორც შემსრულებელი, ისე დამკვეთი მიიღონ მათი სარგებელი დანაკარგების გარეშე.
დამკვეთის დაზღვევა - დამკვეთის დაზღვევა გამოიხატება შემდგომში, როდესაც იგი პროექტის შეთანხმების შემდეგ გადაიხდის პროექტის ღირებულების 40%-ს, ეს თანხა ირიცხება დეველოპსის ანგარიშზე, როგორც გარანტიად რომ თუ დამკვეთის მიერ მიცემულ დავალებებს არ შეასრულებს შემსრულებელი, ეს თანხა უკან დაუბრუნდეს დამკვეთს.
შემსრულებლის დაზღვევა - შემსრულებლის დაზღვევა გამოიხატება შემდგომში, როდესაც დამკვეთი პროექტის შეთანხმების შემდეგ გადაიხდის პროექტის ღირებულების 40%-ს, ეს თანხა ირიცხება დეველოპსის ანგარიშზე, როგორც გარანტიად რომ თუ დამკვეთის მიერ მიცემულ დავალებებს შეასრულებს შემსრულებელი, ეს თანხა გადაერიცხოს შემსრულებელს.