პროექტი ,,შეიმეცნე პოლიტიკა“ ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდისა და პოლიტიკური განათლების აკადემიის მხარდაჭერით. მისი მიზანია, ადაპტირებული გარემოს შექმნის გზით,უსინათლო და მცირემხედველი ახალგაზრდებისთვის პოლიტიკური განათლების ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში შექმნილი საიტი საშუალებას აძლევს ასეთ ახალგაზრდებს, მათზე მორგებულ სივრცეში მიიღონ ინფორმაცია პოლიტიკის შესახებ. ლიტერატურის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, საიტზე განთავსებულია მხოლოდ და მხოლოდ მასალის გაციფრულებული ვერსიები. ამგვარად, უსინათლო და მცირემხედველი პირები შეძლებენ, მათი დამხმარე პროგრამის მეშვეობით გაეცნონ ლიტერატურას და წვდომა ჰქონდეთ პოლიტიკურ თუ სხვა თემატიკის საკითხებზე. გარდა ამისა, საიტზე განთავსებულია უკვე ადაპტირებული ლიტერატურაც, რაც პოლიტიკით დაინტერსებული ახალგაზრდებისთვის კიდევ უფრო მრავალფეროვან სივრცის ქმნის.აღნიშნული პლატფორმით სარგებლობის შესაძლებლობა უსინათლო და მცირემხედველთა გარდა, აქვთ აღნიშნული სფეროთი დაინტერესებულ სხვა პირებსაც.