საათი ₾ - დან

კომპანიის შესახებ

„ანდა ჯგუფი“ გახლავთ ერთ-ერთი პიონერი სადისტრიბუციო კომპანია ჩვილ ბავშვთა პროდუქციის მიმართულებით. ჩვენმა კომპანიამ სადიტრიბუციო ბიზნესის პარალელურად, საცალო ბიზნესის მიმართულებითაც დაიწყო აქტიური მოღვაწეობა 2018 წლის სექტემბერში და გახსნა შოურუმი, ხოლო ამავე წლის ნოემბერში მომხმარებელს უკვე შესთავაზა ინტერნეტ სივრცით მომსახურება. სწორედ Babystep გახლავთ ის სახელი, რომლის ქვეშაც გაერთიანდა სხვადასხვა ბრენდი და რომელიც თქვენს პატარებს უსაფრთხო და მრავალფეროვან პროდუქციას სთავაზობს. ყველა ჩვენი პროდუქცია, დამზადებულია ევროკავშირის უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად და მინიჭებული აქვს შესაბამისი სერთიფიკატი. Babystep-ის გუნდი, პარტნიორი კომპანიები და მომხმარებლები, ყველანი ორიენტირებულები ვართ ჩვენი პატარების სწორ და უსაფრთხო განვითარებაზე, რადგან ჩვენი დევიზია „Born to be happy” (დაბადებული ბედნიერებისთვის).

სტატისტიკა